როდესაც სერიულ მკვლელს, ოკულტისტ "ჯადოქარს", ლორდ ბლექვუდს ბოლოსდაბოლოს დაიჭერენ, ლეგენდარულ გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსსა და მის ასისტენტს, დოქტორ ვატსონს შანსი ეძლევათ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულონ. მაგრამ, როდესაც ბლექვუდი სასწაულებრივად აღსდგება საფლავიდან და განაგრძობს მკვლელობებით გართობას, ჰოლმსი კვლავ მასზე ნადირობას იწყებს. პარტნიორის საცოლესთან და სკოტლანდ იარდის სულელ უფროსთან დაპირისპირებულმა უშიშარმა დეტექტივმა უნდა გახსნას საქმე, რომელსაც მკვლელობათა აბურდულ ქსელთან, ღალატთან და შავ მაგიასთან მივყავართ. ამასთანავე, მან ირენ ადლერის მომაკვდინებლად მაცდუნებელ შემოტევებს უნდა გაუძლოს.

1987 წელი. მდევრისგან თავდასაცავად ბამბლი, კალიფორნიის შტატის - პატარა ქალაქის, ავტომობილების სასაფლოზე იმალება. იქ ცხოვრობს გოგონა ჩარლი. მას მალე 18 წელი შეუსრულდება. ის ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას ამ ქვეყანაზე. სწორედ ის იპოვნის დამტვრეულ ბამბლის და მოიყვანს გონზე. გოგონა მიხვდება, რომ ყვითელი ფოლცვაგენი ხოჭო უბრალო მანქანა არ არის.

ეს მულტფილმი სამი არსების ამბავს მოგვითხრობს: თაგვი – რომელსაც წიგნების ჭამას მათი კითხვა ურჩევნია, ვირთხა – რომელიც ინტრიგებს ხლართავს, რათა სამუდამოდ დატოვოს ნესტიანი საპყრობილე და დიდი ყურებიანი გოგონა – რომელსაც ბედისწერა პრინცესას ამოუცნობ გზებს დაუკავშირებს.