ფოფი და ბრენჩი აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ ისინი დარჩნენ ტროლთა იმ 6 ტომიდან, რომელიც მიმოფანტულია ექვს სხვადასხვა მხარეს და წარმოადგენენ ექვს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას: ფანკი, ქანთღი, ტექნო, კლასიკა, პოპი და როკი. მძიმე როკის სამეფოს დედოფალ ბარბს, სურს გაანადგუროს ყველა სხვა ჟანდრი, რათა როკი იყოს უზენაისი მუსიკა. მსოფლიოს ბედით დამწუხრებულნი, ფოფი და ბრანჩი სხვა ტროლების მოსაძებნად და გასაერთიანებლად გაეშურებიან, რათა საერთო ძალებით წინ აღუდგნენ ბოროტი დედოფლის ზრახვებს.
1000 წლის წინ სკანდინავიელმა ვიკინგებმა მეფე ვაგნარის მეთაურობით ფეხი დადგეს ბრიტანეთის სანაპიროზე, მისი დაპყრობის მიზნით. ისინი ყველგან სიკვდილსა და უბედურებას სთესავდნენ. ეინარი და ერიკი ერთმანეთის ნახევარძმები იყვნენ. პირველი - ვიკინგების მეფის რაგნარის შვილი იყო. მეორე - მისი მსახური და მონა. ძმებმა არ იცოდნენ ნათესაური კავშირის შესახებ და ბავშვობიდან ვერ იტანდნენ ერთმანეთს. მრავალწლიანმა მტრობამ მიაღწია პიკს, როცა ორივემ უელსის პრინცესა მორგანი შეიყვარა.
ზღაპრული ქვეყნის მთბი,გამოქვაბულები და სასახეები, დრაკონები და ამულეტები, შელოცვები და წინასწარმეტყველება, ბოროტები და კეთილები – ახალ სათავგადასავლო ანიმაციურ ფენტეზი–საგაში ჯადოსნურ ქვეყანაზე.
ამერიკის მთავრობა დიდი ხანია მალავს მთვარეზე ადამიანის პირველი დაშვების საიდუმლოებას. ირკვევა, რომ 1969 წლის 20 ივლისს, მთვარეზე დაშვების შემდეგ, ამერიკელმა ასტრონავტებმა აღმოაჩინეს ჩამოვარდნილი ავტობოტი გემი და რობოტების ნაშთები. პროგრამა კლასიფიცირებული იყო, მაგრამ ორმოცი წლის შემდეგ ის კვლავ გამოჩნდა, როგორც დაბრკოლება ადამიანებსა და ავტობოტებს შორის ურთიერთობაში. სემ ვიტვიკი და მისი ახალი შეყვარებული კარლი აღმოჩნდებიან ახალი გლობალური ჩხუბის შუაგულში, რომელშიც მონაწილეობენ დესეპტიკონები და ავტობოტები, რომელიც დაფუძნებულია საიდუმლოზე, რომელიც ინახავს მთვარის ბნელ მხარეს.