ფილმი გადაღებულია მერი შელის რომანის "ფრანკენშტაინის" მიხედვით. იგი მოგვითხრობს ისტორიას ვიქტორ ფრანკენშტაინზე, ახალგაზრდა ექიმზე, რომლის დედაც მშობიარობის დროს გარდაიცვალა თვითონ კი ამის გამო გარდაცვილილის გაცოცხლების იდეით გახდა შეპყრობილი. მისმა მკვდარი სხეულის აღდგენის ექსპერიმენტმა მონსტრის შექმნა გამოიწვია და ფრანკენშტაინი მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა.

ვამპირებზე მონადირე, ექსტრაორდინალური დოქტორი ვან ჰელსინგი აღმოსავლეთ ევროპის მისტიურ რეგიონში მიემგზავრება, რათა დაამარცხოს დიდი სამეული - გრაფი დრაკულა, მგელ-კაცი და ფრანკენშტეინის ურჩხული. ვან ჰელსინგს უშიშარი ანა ეხმარება, ოჯახის მემკვიდრე, რომელიც თავდადებით ცდილობს გრაფის დაჭერას და განადგურებას.