დრამა ტეხასელი კონგრესმენის ჩარლი უილსონის ავღანეთთან ფარული გარიგებების შესხებ, სადაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში ავღანელი აჯანყებულების დახმარებას გაუთვალისწინებელი და გრძელვადიანი შედეგი მოჰყვა.

90 წუთის განმავლობაში სამ ისტორიას ერთდროულად ვისმენთ: რესპუბლიკელი სენატორი სკეპტიკურად განწყობილ ტელე-რეპორტიორს ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ავღანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო სტრატეგიის შესახებ; ამავე დროს, ავღანეთის მთებს შეფარებული ორი სპეციალური რაზმი ხსნას ელოდება, რადგან მათ თალიბები უახლოვდებიან; კალიფორნიის კოლეჯში კი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი არწმუნებს სტუდენტს, არ მიატოვოს სწავლა.