დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

შეტაკების დროს პოლიცია ოთხი მძარცველის სიცოცხლეს შეიწირავს. მათ ქვრივებს არაფერი აქვთ საერთო გარდა ერთისა: მათ უნდა დაასრულონ დაწყებული საქმე, დაუსხლტნენ პოლიციას, ჩამოიტოვონ კონკურენტები და რაც მთავარია, გაარკვიონ თუ ვინ ჩაუშვა მათი ქმრები.

რისი გაკეთება შეგიძლიათ 60 წამში? მოწიე სიგარეტი ან დალიე ფინჯანი ყავა. მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ერთ პროფესიონალს, ლეგენდარულ ქურდს, სახელად მემფისს, შეუძლია ნებისმიერი მანქანის მოპარვა რამდენიმე წამში. თუმცა ამჯერად შეუძლებელი უნდა გააკეთოს: ძმის გადასარჩენად მემფისმა ერთ ღამეში 50 პირველი კლასის მანქანა უნდა მოიპაროს. მაფიისა და პოლიციის ორმაგი ხაფანგისგან თავის დასაღწევად მან უნდა დაიცვას ერთი პრინციპი - არ გაჩერდე...

ყოფილი სამხედრო ნიკ ესკალანტე ლას-ვეგასში დაცვად მუშაობს. ის ფულის მოგროვებასა და ვენეციაში წასვლაზე ოცნებობს, მაგრამ ოცნების ქალაქში წასვლის გეგმები გადაიდება, როცა ნიკი გადაწყვეტს დაეხმაროს მეძავ ჰოლის, რომელზეც მსხვილი განგსტერის შვილი მუდმივად ძალადობს.