ნიუ-იორკ სითი. მელვინ უდალი ჭირვეული, აუტანელი, აკვიატებების ნევროზით დაავადებული მწერალია, რომლის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მის გეი-მეზობელს, საიმონს საავადმყოფოში წაიყვანენ, ხოლო საიმონის ძაღლს კი მას დაუტოვებენ. ამას გარდა, კეროლი, ერთადერთი ოფიციანტი რომელიც მას იტანს, ავადმყოფი შვილის გამო იძულებელია სამსახური მიატოვოს, ხოლო მელვინი თავის საყვარელ კაფეში ვეღარ საუზმობს....

ფერდინანდი და მისი შვილის ძიძა მარიანა სახლიდან გარბიან და ზღვისკენ მიდიან. ფერდინანდი მდიდარ ცოლს ტოვებს, მარიანა კი ბანდიტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისინი სამოთხისმაგვარ, განმარტოვებულ კუნძულზე ხვდებიან.

ჟან-პოლი და მარიანა შვებულებას სანაპიროზე, მეგობრების ვილაში, იდეალურ ატმოსფეროში ატარებენ. თუმცა საზაფხულო იდილიას მარიანას ყოფილი საყვარელი არღვევს, რომელიც მათ ესტუმრება. საბოლოოდ კი აუზის ფსკერზე სტუმრის გვამს აღმოაჩენენ.

"საპირისპირო წევა" არის ტერმინი, რომელსაც პროფესიონალი მეხანძრეები იყენებენ. ბექდრაფტის შედეგად ბრაიანი და სტივენის მამა კვდება. სტივენისგან განსხვავებით, ბრაიანი წყვეტს მეხანძრის კარიერას, მაგრამ ბედი გადაწყვეტს, რომ ძმები ერთ გუნდში აღმოჩნდნენ. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მალე უმცროსი ტოვებს გუნდს, რათა გამომძიებელთან ერთად დაიჭიროს მანიაკი ცეცხლსასროლი.