1893 წელს განდი სამხრეთ აფრიკაში მატარებლიდან გადმოაგდეს იმის გამო, რომ იგი ინდოელი იყო და პირველი კლასის ვაგონით მგზავრობდა. აფრიკაში კანონი ინდოელების წინააღმდეგ იყო , მან კი გადაწყვიტა მშვიდობიანი საპროტესტო კამპანია წამოეწყო სამხრეთ აფრიკაში ინდოელთა უფლებების დასაცავად. მრავალი დაპატიმრებისა და მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის შემდეგ, მთავრობამ საბოლოოდ აღიარა ინდოელების უფლებები. ამ გამარჯვების შემდეგ განდი ინდოეთში დაბრუნდა სადაც მას როგორც გმირს ისე შეხვდნენ. ამის შემდეგ მან ბრიტანეთის იმპერიისგან ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის დაიწყო ბრძოლა. განდის სამშვიდობო-საპროტესტო აქციები მსოფლიოს მასშტაბით უპრეცენდენტო რაოდენობის ინდოელს მოიცავდა.

ავტობიოგრაფიული ფილმი 15 წლის ბიჭის შესახებ, რომლელსაც დავალებული ჰქონდა თვალი ედევნებინა ცნობილი როკ-ბენდის გასტროლებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ როლინგ სტოუნის ჟურნალისთვის შეეგროვებინა ინფრომაციული მასალა.