კრუიზის დროს მდიდარი და ლამაზი ქალი ანა დაუსახლებელ კუნძულზე საიდუმლო ვითარებაში უგზო-უკვლოდ იკარგება. ის ეჩხუბა თავის საყვარელს სანდროს. სანდრო მეგობარ კლაუდიოსათან ერთად ანას მოსაძებნად მიემართება. არავინ იცის, რა ბედი ეწია ქალს – თავი მოიკლა, თუ უბრალოდ, კონტრაბანდისტებთან ერთად გაქრა...
ეგვიპტის ალექსანდრია. მსოფლიოში პირველი მეცნიერი ქალის – ფილოსოფოსის, მათემატიკოსის და ასტრონომის, მშვენიერი ჰიპათიას ცხოვრება. მის აზრებს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ლექციებს კი ათასები ესწრებოდნენ. მან კოპერნიკსა და გალილეის დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის მშვენიერება გულებს ამსხვრევდა. ჰიპატია ერთდროულად ორ მამაკაცზე იყო შეყვარებული – ყოფილ მონა დაუსზე და კეთილშობილ ორესტზე, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეწირა მისი გულისთვის. მაგრამ შურიანები ვერ ითმენდნენ ამ ქალის პოპულარობას და დიდებას... 415 წელს ჰიპატია გააფთრებულმა ხალხმა ლინჩის წესით გაასამართლა...