ფილმის სიუჟეტი ვითარდება 1930 წლის გერმანიაში და მოგვითხრობს ბერლინის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომუშავე ამერიკელი მომღერალი ქალის სასიყვარულო თავგადასავალის შესახებ.

ჯიმი ჩუმი ბიჭია, რომელის იზრდება მეზობელ თანაკლასელ სტისთან ერთად. სტი ერთხელაც აღმოაჩენს, რომ ჯიმი უყვარს.არც ერთმა არ იცის დაზუსტებით ,რა უნდა გააკეთონ.

ლუიზიანას შტატის პატარა ქალაქში ტრუვი სილამაზის სალონის მფლობელია. ფილმში მოთხრობილია აქ მცხოვრები ექვსი ქალბატონის საოცარი ისტორია.

არმანის და ალბერტს მიაჩნიათ, რომ იდეალური ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ საკუთარი ღამის ბარი აქვთ მაიამის ცენტრში. მაგრამ მათ სიმშვიდეს მოულოდნელად დაარღვევს არმანის შვილის დაბრუნება, რომელიც ულტრაკონსერვატიული სენატორის კილის ქალიშვილის ცოლად შერთვას აპირებს. ამასთანავე სენატორი ცოლთან ერთად მოემართება სტუმრად მომავალი სიძის ოჯახის გასაცნობად. შეძლებენ არმანი და ალბერტი მათ მოტყუებას? კონსერვატორს საოცარი წარმოდგენა ელის.