"კაპოტე" ბიოგრაფიული ფილმია მწერალი თრუმენ კაპოტეს ცხოვრების შესახებ, სადაც აღწერილია მისი გაზეთ "ნიუ–იურკერში" მუშაობის ისტორია. ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა ამ როლისათვის ოსკარი მიიღო.
ჯოან უაილდერი პოპულარული ბესტსელერების ავტორია. მწერალი კოლუმბიიდან დისგან გზავნილს მიიღებს. ამ დროს სატელეფონო ზარი გაისმის, რომელიც ადასტურებს ყველაზე საშინელ აზრებს - მას ატყობინებენ, რომ მისი და გატაცებულია, სანაცვლად ამ გზავნილის დაბრუნებას ითხოვენ. ჯოანი ყველაფერს ტოვებს და დის გადასარჩენად მიფრინავს. მის მოკვლას ცდილობენ და მხოლოდ ჯეკ კოლტონის ჩარევა გადაარჩენს ქალს დაღუპვისგან. წინ მათ ექსტრემალური და სასიყვარულო თავგადასავალი ელით ჯუნგლებში.
ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ, რომელიც კრიმინალურ რაიონში გაიზარდა, მეგობრები ან ციხეში ხვდებიან ან ნარკოტიკებისგან კვდებიან. ის კი ცდილობს გაარკვიოს თუ როგორ გადაურჩა თავად ამ ყველაფერს.
ბარბარა პოპულარული მწერალია, რომლის წიგნიც, "ჯანდაბას სიყვარული" ფემინისტების მანიფესტად იქცა. არანაკლებ პოპულარული ჟურნალისტი, კეტჩერ ბლოკი მიზნად ისახავს, შეცვალოს მისი შეხედულებები სიყვარულზე.
ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტი, დეტექტივი სკინერი, ცნობილი მედია-მაგნატის შვილის სიკვდილის მიზეზებს იძიებს. ის ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ სასტუმროში, სახელად "მილიონი დოლარი" ხვდება, სადაც ნარკომანები და ქურდები ბინადრობენ.
ინგლისი, 50-იანი წლები. ახალგაზრდა ჯო ბორანზე მუშაობს, სადაც ცხოვრობენ ლეისი, მისი ცოლი - ელა და მათი შვილი. ოდესღაც ჯო მწერალი იყო, მაგრამ ახლა გლაზგოსა და ედინბურგს შორის დაცურავს და ქვანახშირი გადააქვს. ელთხელაც კაცები არხში, გარდაცვლილი გოგონას ცხედარს პოულობენ. დაღუპულის ვინაობა არავინ იცის, ჯო კი მალავს, რომ ოდესღაც ისინი საყვარლები იყვნენ.