ეს მაფიის თემაზე გადაღებული ფილმი იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ბოლო ნამუშევარია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, 1920-1960 წლებში. ფილმი ასახავს ებრაელი განგსტერების ცხოვრებას - მათ ბავშვობას, შემდგომ ბრწყინვალე პერიოდს "მშრალი კანონის" წლებში და დიდი ხნის შემდეგ მათ შეხვედრას.
"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
სამხრეთ მადრიდში მცხოვრები ექსცენტრული ოჯახი, დედა ცდილობს დაიცვას 14 წლის ქალიშვილი.
იანი, პიტერი და ჯული ყველაზე რომანტიკულ და სახიფათო ასაკში არიან, რომელიც სავსეა რევოლუციური იდეალებით. მათ ქვეყნის გადატრიალება სურთ, ღარიბები გაამდიდრონ, მდიდრები კი ხელგაშლილები გახადონ. მოკლედ, უდარდელს მათ ცხოვრების ამ პერიოდს ვერ დაარქმევ. სამეული სახლებს აყაჩაღებს და მძევალიც კი აიყვანეს. მეგობრები სასიყვარულო პრობლემებისგანაც იტანჯებიან: იულია ერთნაირი სინაზით არის განწყობილი ორივე ძმაკაცის მიმართ.
ახალგაზრდა სტუდენტი სადიპლომო ნამუშევრისათვის იღებს ფილმს მოქანდაკეზე. იგი ინტერვიუს იღებს ყველა იმ ადამიანიასაგან , ვინც მოქანდაკეს იცნობდა. იგი მრავალ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენს 50-იან წლებსი პოლონელი ხალხის შრომაზე.
1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.
ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა, განსხვავება მის გარშემო არსებულ რეალობასა და მის სიზმრებს შორის.
"კაპოტე" ბიოგრაფიული ფილმია მწერალი თრუმენ კაპოტეს ცხოვრების შესახებ, სადაც აღწერილია მისი გაზეთ "ნიუ–იურკერში" მუშაობის ისტორია. ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა ამ როლისათვის ოსკარი მიიღო.