ფილმში მოთხრობილია ერთ ოჯახის ისტორია. ოჯახის მამა ტაივანში განთქმული შეფ-პოვარია, მისი ქალიშვილები კი სხვადასხვა პროფესიას ფლობენ და დამოუკიდებლად ცხოვრებას ცდილობენ. ფილმში ორი თაობის ურთიერთობა ნაჩვენებია კულინარიის ფონზე.

მარტოხელა დედა ვერ პოულობს სახლიდან გაქცეულ ვაჟს. ის გადაწყვეტს ახალგაზრდობის დროინდელ ორ საყვარელს შეეხმიანოს და ორივეს ეუბნება, რომ ბიჭი მისია, თან სთხოვს დახმარებას ვაჟის მოძებნაში.

იდეალური ოჯახი. დამათრობელი ბედნიერება. ამდვილი სიყვარული. ამდენი წლის შემდეგ, მაიკლს ეჩვენებოდა, რომ მან ყველაფერი იცოდა ცოლის შესახებ. თუმცა, ალისს რაღაც ისეთი ჰქონდა, რისი თქმაც ვერც კი შეეძლო. თუ ეს საიდუმლო გამჟღავნდება, იდეალური ოჯახი და დამათრობელი ბედნიერება ნანგრევებად გადაიქცევა. მხოლოდ სიყვარული დარჩება. მაგრამ შეძლებს ის გაუძლოს ასეთ გამოცდას?

ნიკჰილას სულ ერთი კვირა აქვს დრო მიცემული იმისთვის, რომ იგი ღირსეულად დაქორწინდეს კარიშმაზე...