სიყვარულის პირველი სიმპტომები ადამიანებში სასიამოვნო გრძნობებს იწვევს და ეს გულუბრყვილო არსებები საკუთარი ნებით ეშვებიან მის ტალღებში ისე, რომ ვერც კი ხვდებიან, თუ რა საშიში ვირუსის მსხვერპლნი გახდნენ.
დატჩი და მისი ჯარისკაცები ცენტრალურმა სადაზვერვოrnსამმართველომ დაიქირავა, რათა ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ჩამოვარდნილი მფრინავები, პარტიზანებისგან გადაარჩინონ. მისია საქმეს უმკლავდება, თუმცა დაბრუნებისას აღმოაჩენენ, რომ მათ რაღაც დასდევთ. თითქმის შეუმჩნეველი, ტყესთან შერწყმული, რომელიც მსხვერპლის გვამებს ნაწილებს აცლის. თანდათან მაყურებელი ხედავს, რომ ეს არის ჭკვიანი უცხოპლანეტელი მონადირე, რომელიც ადამიანებზე ნადირობს და სათითაოდ კლავს.
გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.
ერთი ამერიკული ოჯახის თვალით დანახული არაორდინალური ბრძოლა კაცობრიობის მომავლისათვის.rn რეი ფერიე ცოლს გაშორებული ექიმი და არც თუ ისე იდეალური მამაა. ყოფილი მეუღლე მას შვილებს, რობისა და რეიჩელს დაუტოვებს.ამ დროს, უცნაური და ძალიან ძლიერი ქარიშხალი ამოვარდება.
მოვლენები უზარმაზარი, უნიკალური და შეუბრალებელი სურათის ფონზე ვითარდება, რომელიც სიხარბის და გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. ისინი სიმდიდრის გამო მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ. როდესაც უდაბნოში მოგზაური, ორი დრიფტერი ყველაზე დიდ თვითნაბად ოქროს გადააწყდება, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა, გმირების გამდიდრებაზე ოცნება საბოლოოდ ახდება. ისინი თავიანთი ნადავლის დაცვის და ამოთხრის გეგმას მოიფიქრებენ. ერთ-ერთი მათგანი საჭირო აღჭურვილობის ჩამოსატანად მიდის, ხოლო მეორე ადგილის დასაცავად რჩება და ახლა უდაბნოს მკაცრ კლიმატს უნდა გაუძლოს და შეებრძოლოს მზარდ ეჭვს, რომ ის ბედის ანაბარა მიატოვეს.