ჰოლივუდის მსხვილი სტუდიის პროდიუსერს ბევრი მტერი ჰყავს, ის იძულებულია მრავალ პროექტსა თუ სცენარზე თქვას უარი, სწორედ ამის გამო ემტერებიან მას.

გლამურული ანნ დევერო აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებში მოგზაურობს და მდიდარ საქმროს ეძებს, რომელიც მისი და მისი ორი შვილის მომავალს უზრუნველყოფს.

ლამაზმანი გვენი და მომხიბლავი ედი – ჰოლივუდის ცნობილი წყვილია არა მარტო ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. ქვეყანა მოუთმენლად ელოდება მათ ახალ ფილმებს და დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მათ ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ამერიკის ფავორიტებმა მაყურებელთა იმედები არ გაამართლეს და მოულოდნელად წაიჩხუბნენ. კინოსტუდიასთვის ეს კატასტროფაა – წყვილმა ხომ თავის ახალ ფილმს რეკლამა უნდა გაუკეთოს. ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა აიძულონ ერთმანეთის ისევ შეყვარება, ერთი პრეს-კონფერენციისათვის მაინც. ეს სახიფათო მისია ეკისრება კიკის – გვენის დას და თან ასისტენტს... მაგრამ იმის მაგივრად, რომ ედის შეყვარება აიძულოს, კიკის თვითონ უყვარდება...