კლასიკური ძველი ვესტერნი ჯონ უეინის, დინ მარტინის და რიკი ნელსონის მონაწილეობით, რომლებიც სამეულს ქმნიან: ერთი დაჭრილი, ერთი მთვრალი და ერთიც ახალგაზრდა შეიარაღებული ბანდიტია. ადგილობრივი შერიფი მათ დახმარებას სთხოვს, რათა ხელი შეუშალონ ერთერთი "ცუდი ბიჭის" ძმის ციხიდან გაქცევას. ეს ფილმი მათთვისაც არის, ვისაც ვესტერნები საერთოდ არ უყვარს.

ბუჩი და სანდენსი ჰოლინვოლის ბანდის ორი ლიდერია. ბუჩი იდეების,სანდენსი კი მოქმედების კაცია. დასავლეთი უფრო და უფრო ცივილიზებული ხდება და მას შემდეგ რაც ბუჩი და სანდენსი მატარებელს გაძარცვავენ, პოლიციის სპეციალური რაზმი მათ ყველგან დასდევს. როდესაც ბედის წყალობით გაქცევას მოახერხებენ,ბუჩს ახალი იდეა მოუვა, ბოლივიაში წასვლა...