პროფესიონალი ქურდი მაკკოლი გამანადგურებელ ჯგუფს ლიდერობს ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ძარცვებში, ამასობაში დეტექტივი ჰანნა მას დასაჭერად დასდევს.

ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი საშინელ ავტოკატასტროფაში ხვდება, რის შემდეგაც მხედველობას კარგავს. ის ვეღარ შეძლებს ფილმების გადაღებას. მას ტოვებს შეყვარებული ქალი, რომელიც მისი ცხოვრების აზრი იყო. მხედველობასთან ერთად ყველაფერს კარგავს. საკუთარი ცხოვრების ტრაგედიას ის მხოლოდ 14 წლის შემდეგ ეგუება, როდესაც ახალგაზრდა დამხმარეს გადაუშლის გულს.

მამაკაცი შეყვარებულია ქალზე, მაგრამ იგი ღამით ავიაფოსტას დაატარებს, ქალი კი ყოველ ღამე ვერ დაელოდება მის დაბრუნებას. მაგალითად, მას შეიძლება ყოფილმა თაყვანისმცემელმა გასეირნება შესთავაზოს.

ნიუ-იუორკის ტაქსის მძღოლი ჯერი ფლეჩერი ფარულად ასევე შეთქმულებების თეორიების გამოძიებაზეც მუშაობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირები მის გაჩუმებას გადაწყვეტენ. მოსამართლე ალის სატონს მისი დახმარება შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, მოსამართლემ ჯერ საიდუმლოებით მოცული მკვლელობა უნდა გახსნას, რომელიც შესაძლოა ფლეჩერის თეორიასთან კავშირშია.

პროდიუსერი ჯეიმს ბალარდი და მისი მეუღლე კეტრინი ეროტიკული ავანტიურისტები არიან. ორივეს სხვა გატაცება აქვს - მანქანებით. ერთ დღეს ჯეიმსი საშინელ ავარიაში მოჰყვება. კლინიკაში ის ხვდება ამ შემთხვევის მსხვერპლს, ჰელენს და მის მეგობარს ვონს. ასე იწყება ჯეიმსისა და კეტრინის ახალი შეგრძნებების კვლევა: სექსუალური აღგზნება ავარიული მანქანებისა და ტრავმირებული სხეულებისგან.

ფილმი შედგება სამი ნოველისაგან და გადაღებულია ფრენსის ფორდ კოპოლას, ვუდი ალენის და მარტინ სკორსეზეს მიერ.

კაბელის ხელოსანი ჩიპ დუგლასი - ცოტა უცნაური ბიჭია. ის სტივენ კოვაჩს გაიცნობს და უნდა, რომ მისი მეგობარი გახდეს. სტივენი თანდათან ხვდება, რომ ჩიპთან მეგობრობა სახიფათოა, მაგრამ ასეთი "მეგობრის" მოშორება არც ისე ადვილია.