სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი – დერეკ ვინიარდი თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არა აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მისი უმცროსი ძმის, დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ დერეკის მიერ ორი შავკანიანი ბიჭის მხეცური სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ ძმების გზები ერთმანეთს გაჰყარა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი თავისუფლებაზე წარმატებულად აგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ მათი გზები კვლავ არ გადაიკვეთება...
რეჟისორი პედრო ალმოდოვარი მარტოობის,საიდუმლოებების, ღალატის და მამაკაცებსა და ქალებს შორის რთული ურთიერთობების შესახებ გვიამბობს.
სამხრეთ მადრიდში მცხოვრები ექსცენტრული ოჯახი, დედა ცდილობს დაიცვას 14 წლის ქალიშვილი.
ფილმი " კუდის ქიცინი" ეს არის პოლიტიკური სატირა, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ.
ფილმის მთავარი გმირი პროფესიონალი ქურდია, რომელიც მორიგი ქურდობისას შემთხვევით მკვლელობას შეესწრება. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აშშ-ს პრეზიდენტია.
სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის ქვედანაყოფის კაპრალი, რომელიც ყოველდღიური არაადამიანური ვარჯიშისაგან ფანატიკოსად იქცა.ოცნებობს დაიჭიროს შპიონი, რომელიც სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს.ერთხელ ის დაუფიქრებლად მოკლავს სამოქალაქო პირს, რომელიც მეგობარ გოგონასთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა. მაშინ როდესაც გოგონა, რომლის თვალწინაც მოხდა მკვლელობა, გონებას კარგავს, ის იღებს სახელმწიფოსგან ჯილდოს სამხედრო ვალის კარგად შესრულებისთვის.კაპრალის ცნობიერება იცვლება და ის ყალიბდება მკვლელობის მანქანად და დიდ პრობლემად იქცევა მეგობრებისა და უფროსებისთვის.უამრავი გაუცნობიერებელი ინციდენტის შემდეგ მას უშვებენ სამსახურიდან, თუმცა ის იარაღის ჩაბარებაზე უარს ამბობს და იერიში მიაქვს ყოფილ თანამებრძოლებზე.ამ დროს გოგონა, რომლის შეყვარებულიც მოკლეს, საბოლოოდ ჭკუიდან იშლება და ყოფილი სამხედროს ტყვეობაში ხვდება.