როდესაც ბრაიანი რვა წლის იყო, ერთ დღეს თავისი სახლის სარდაფში მოვიდა გონს. მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა იქ როგორ მოხვდა. ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა - მას სიბნელის ეშინია, ძილში ლოგინს ასველებს და საშიშ სიზმრებს ნახულობს. ახლა ბრაიანი 18 წლისაა.

ფილმი მოგვითხრობს არმიის ქვედანაყოფის ცხოვრების რამდენიმე თვეზე, მათ შორის ამ დანაყოფის მონაწილეობაზე მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გადამწყვეტ და რთულ ოპერაციაში - ბრძოლა გუადალკანალისთვის. იაპონელებთან ბრძოლით გამოფიტული საზღვაო ნაწილების დასახმარებლად ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცები იგზავნება.

1953 წელი, კარიბის ზღვა. ავიამზიდის ბორტიდან აფრენილი რეაქტიული თვითფრინავი ჰაერში უჩინარდება... ფილმს მიღებული აქვს 4 ოსკარი

ოსკაროსანი რომან პოლანსკის ფილმი წარმოადგენს ტომ ჰარდის რომანის "ტესი დებერვილების გვარიდან" ეკრანიზაციას.

ელი ფოქსს ერთი ოცნება აწუხებს: მიატოვოს ყველაფერი და გაიქცეს ოჯახთან ერთად სადღაც ჯუნგლებში, პირველყოფილ სამყაროში, ცივილიზაციის გამანადგურებელი გავლენისგან მოშორებით. ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჯდება გემზე, რომელიც მიემგზავრება კოღოების სანაპიროზე. თუმცა, ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ფოქსის ჩაფიქრებული უტოპია სახიფათო აკვიატებად იქცევა და სამოთხის ძიებას გადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა ცვლის.