სამეფო ბრძოლა არის მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობრივი თამაში, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ განადგურების საფრთხის ქვეშ. 42 საშუალო სკოლის მოსწავლე აგზავნიან უკაცრიელ კუნძულზე, სადაც მათ უნდა დახოცონ ერთმანეთი ყველაფრით, რაც ხელთ მოემართებათ - ავტომატური პისტოლეტიდან დაწყებული ტაფამდე. შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გამარჯვებული.
მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკაში დაჭრილი ნაცისტი პოლკოვნიკი კლაუს ფონ შტაუფენბერგი მშობლიურ გერმანიაში ბრუნდება და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს უერთდება, რომელთაც სურთ ჩრდილოვანი მთავრობა შექმნან და მოკლან ადოლფ ჰიტლერი. მოვლენების განვითარებისას პოლკოვნიკი ცენტრალური ფიგურა ხდება და სახელმწიფო გადატრიალების ხელმძღვანელობა და პირადად ფიურერის მკვლელობაც მას დაევალება.
ბიოგრაფიული დრამა კუბელი პოეზიის მეფის რეინალდო არენას (1943-1990) ტრაგიკული ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.
აშშ-ს მარშალი ჯონ კრუგერი მოწმეთა დაცვის პროგრამაში შესულ ხალხთა ვინაობებს შლის. ახლა მისი დავალება ლი კალენის დაცვაა, რომელმაც შემთხვევით ფარდა ახადა იარაღების მწარმოებელი კომპანიის მიერ ტერორისტებთან გარიგებას. როდესაც კრუგერი აღმოაჩენს, რომ მათ პროგრამაში ფარული აგენტია შემოპარული, იძულებული ხდება გადაირჩინოს როგორც საკუთარი, ასევე ლის სიცოცხლე.
პრივილეგირებულ კერძო სკოლაში ორი გოგონას სწავლობს, რომლებსაც ალბათ მხოლოდ მთელი კაცობრიობის მიმართ სიძულვილი აერთიანებთ. ერთი მათგანი, სილვია კუპერი, ცნობილი პროდიუსერის ქალიშვილი, რეკავს იმ ტელეარხზე, სადაც მამამისი მუშაობს და ანობებთ, რომ შენობაში ბომბია. ეს საშინელი საქციელი მასზე ყურადღბას აივის მიაპყრობინებს. აივი - ობოლია, რომელიც ხელმოკლე დეიდის მეურვეობით იზრდება, კერძო სკოლაში კი მხოლოდ სპეციალური სტიპენდიის წყალობით მოხვდა. სილვია და აივი მეგობრები ხდებიან. აივი დეიდის სახლიდან მდიდრულ ბინაში გადადის სილვიასთან და თავხედურად, როგორც ხვია, ისე იჭრება უცხო ოჯახში.