ჟურნალისტი ლოუდო, რომელსაც რვა თვის პატიმრობა შეუფარდეს, განთავისუფლებულია გამოსაცდელ ვადაზე პირობით, რომ ის აუცილებლად გაივლის შრომის–ტერაპიის კურსებს. მას მოუწევს სამასი საათი იმუშავოს ადგილობრივ საბავშვო ბაღში.
ქონების დაზღვევის აგენტს, რუბენ ფეფერს არ გაუმართლა: თაფლობის თვის პერიოდში აღმოაჩენს, რომ მის ცოლს წყალქვეშა ცურვის დაკუნთულ ინსტრუქტორთან რომანი აქვს. ამ მომენტიდან მოტყუებული ქმრისთვის მთავარია – დაამტკიცოს, რომ ისიც რამედ ღირს! სწორედ ამ დროს ჰორიზონტზე გამოჩნდება მომხიბლავი პოლი, რომელთანაც ფეფერი ბავშვობაში მეგობრობდა. იგი გადაწყვეტს, მასთან განიქარვოს დარდი, მაგრამ ვერ ხვდება, რა ელის სუპერენერგიულ პოლისთან ურთიერთობისას...