სურათის სიუჟეტი სამი დის, სამი სრულიად განსხვავებული ინდივიდის ცხოვრებას ასახავს. მათი სასიყვარულო ისტორიების ეპიცენტრი კი, ერთ-ერთი მათგანის ოჯახში მადლიერების დღეს გამართული წვეულება აღმოჩნდება.
ბავარიის მეფის, ლუდვიგის ისტორია, მისი გამეფებიდან 1864 წლიდან მის სიკვდილამდე - 1886 წლამდე.
სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.
ისინი შეკრიბეს ვანდალიზმის საქმემ, რომელიც მათმა შვილებმა ჩაიდინეს სკოლაში. მარტოხელა დედები ცხოვრების ყველა სფეროდან აწყობენ დამხმარე ჯგუფს, რათა დაეხმარონ მათ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
დოქტორ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უბოროტესი საიდუმლო... ამ საშინელი ამბების შესახებ, რომლებიც სახლში ხდებოდა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა ბოლომდე - მოსამსახურემ მერი რეილიმ. მხოლოდ მერი იყო იმ ყველაფრის მოწმე, რაც პატრონსა და მის საიდუმლოებით მოცულ მეგობარს შორის ხდებოდა, რომელიც მოდიოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯეკილი სახლში არ იყო.