ფილმს საფუძვლად უდევს ანი პოუქსის მოთხრობა, ორი შეყვარებული კოვბოის და მათი ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე ცხვრების ფარის სამწყემსად მიდიან, სადაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმის მოქმედება 1963-1981 წლებში ვითარდება. (ფილმი სამი ოსკარის მფლობელია)

ხალხისთვის უხილავი, ანგელოზები სრიალებენ გალავან ბერლინს და ათვალიერებენ მისი მცხოვრებთა სახლებს, აზრებს და სულებს. ერთ-ერთი მათგანი მზადაა სამოთხეში მარადისობა ცირკის აკრობატის სიყვარულზე გაცვალოს. მაგრამ შესაძლებელია თუ არა ზეციურმა არსებამ მიწიერი გრძნობების ატანა?

კომედია, სადაც ამინდის პროგნოზის ეგოცენრტრულ რეპორტიორს, ბილ მიურეის გმირს "დეჟა-ვუ" ემართება.მას ტრადიციული ზაზუნას დღის ზეიმის გასაშუქებლად პატარა ქალაქ პანქსუთაუნიში გაგზავნიან. საიდანაც მას,ცოტათი უფრო მეტი რეპორტაჟის გაკეთება მოუწევს ვიდრე ეგონა. მან ერთიდაიგივე რეპორტაჟი კვლავ და კვლავ უნდა იმეოროს.

ახალგაზრდა მამაკაცი ვიტეკი, ცდილობს იპოვოს საკუთარი თავი და საქმე. ის ყველაფერს ცდილობს, ხან პარტიაში ეწერება, ხან რელიგიური ხდება, ხან სტუდენტურ მოძრაობაში ერთვება.

ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ,კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება.