მაფიის მეფემ სონიმ ადამიანი მოკლა. დღისით-მზისით მანქანის დასაყენებელი ადგილის გულისთვის. მოწმემ - ცხრა წლის კალოჯერომ - არ გასცა სონი და მათი მეგობრობაც დაიწყო,სანამ კალოჯერო ზრდასრული ადამიანი არ გახდა და უფსკრულში არ დაიწყო ვარდნა.
ფილმი მოგვითხრობს მაიას ცივილიზაციის შესახებ, სადაც ადამიანის იდილიურ ყოფას უხეშად არღვევს ძალადობა. შიშით და ჩაგვრით მართულ ქვეყანაში, ფილმის გმირი ცდილობს გადაარჩინოს საყვარელი ქალი და ოჯახი.
ორი ტემპერამენტიანი შეყვარებულის რომანი ისე განვითარდა, რომ რამდენიმე ინტიმური ღამის შემდეგ, მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. თუმცა, პატარა შვებულება შეუმჩნევლად გაფრინდება, ჯარიდან თავის დახსნის გონებამახვილური მცდელობა კი, ახალგზრდა მეუღლეს იქამდე მიიყვანს, რომ აფრიკაში გამგზავრების ნაცვლად, ის რუსულ ფრონტზე, თოვლსა და ყინვაში მოხვდება.
ჩრდილოეთ კაროლინას ტყეებში კვდება მოხუცი ქალი. მას რჩება ქალიშვილი სახელად ნელი. გოგონა არავის იცნობდა დედის გარდა. ლაპარაკი ადამიანებივით მას არ შეეძლო და ამიტომაც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა თავის ენაზე. ექიმი, რომელმაც ნელი აღმოაჩინა, სთავაზობს გოგონასთვის თავის დანებებას, მაგრამ ფსიქოლოგს ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი გააჩნია. ბოლოს და ბოლოს გოგონა დაბრუნდება თავის მშობლიურ სახლში.