რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.
კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის მეორე ფილმი - თეთრი, ადამიანის შესახებ, რომელიც იკარგება ცივილიზებულ სამყაროში. სამაგიეროდ თავს კარგად გრძნობს პოსტსოციალისტურ საზოგადოებაში.
ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ბრიტანული კომედიაა ინგლისელი მამაკაცის, სახელად ჩარლისა და ამერიკელი ქალის, კერის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს სხვადასახვა ქორწილზე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.
ერთ დღეს ლუჩიანო მიდის ერთ-ერთ ჩვეულებრივ მივლინებაში სამხრეთით პატაგონიაში და უჩინარდება. გადის დღეები, მისი ცოლი კარლა ქმრისგან რაიმე ამბავს არ იღებს. მისი არყოფნით შეშფოთებული, ის ეძებს ინფორმაციას მისი გაჩერების ადგილმდებარეობის შესახებ და მიდის მის მოსაძებნად. იქ ის აღმოაჩენს მამაკაცს, რომელიც ძალიან ჰგავს ლუჩიანოს, მაგრამ ის არ ცნობს მას. ეს კაცი სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, სხვა ქალზე დაქორწინდა. ამიერიდან კარლა შეეცდება ახლოს იყოს ამ ადამიანთან და მასთან ერთად დაუბრუნდეს წინა ცხოვრებას..