მამის სიკვდილითა და დედის დარდით შგულიანებული, კაცი იხსენებს მათი შეხვედრის ისტორიას.

ფილმის მოქმედება სარაევოში, არეულ დროს ხდება - ტიტოს და სტალინის განხეთქილების შემდეგ. ყოფილ პარტიზანებს, რომელთაც კომუნისტური წარსულის სჯერათ, სტალინიზმში სდებენ ბრალს და ბანაკებში აგზავნიან. ეს ყველაფერი 6 წლის მალიკის თვალით არის დანახული. სწორედ მისი საკმაოდ მახვილგონივრული კომენტარები სძენს ფილმს ტრაგიკომედიის ტონს.

ლაგაანი ჩვეულებრივ ადამიანებზე გადახდენილი არაორდინალური ისტორია.ვიქტორიანული ინდოეთის პატარა სოფლის მცხოვრებლები სასწორზე დებენ საკუთარ მომავალს, თამაშობენ რა კრიკეტს სასტიკი ბრიტანული წესებით.

ორი მთავარი გმირი - მელორი და მილერი ბრუნდებიან. მათ მისიაზე აგზავნიან, რომელსაც რაზმი 10 ჰქვია.მაგრამ რაზმი ათის მისია სხვა რამეს გულისხმობს , ვიდრე მთავარმა გმირებმა იციან.

ამერიკული არმიის 92–ე დივიზიის ისტორია, რომელიც შავკანიანი ჯარისკაცებისგან შედგება. 1944 წელს ამ დივიზიის ქვედანაყოფი, რომელსაც არაკომპეტენტური რასისტი მეთაურობს, იტალიაში ტოსკანში ხაფანგში გაებმება.