აიკ გრეჰემი, კორესპონდენტი ნიუ იორკიდან, სტატიას მუდამ ბოლო წამს წერს. ამჯერად, მის საყვარელ ბარში, ერთი მთვრალი კაცი მეგი კარპენტერის შესახებ უამბობს, ქალი, რომელიც საქმროებს ყველაზე ბოლო მომენტში ქორწილიდან გაურბის. აიკი, რომელსაც მდედრობით სქესზე საუკეთესო წარმოდგენა ისედაც არ აქვს, შეურაცხმყოფელ სტატიას წერს და სულაც არ არის გარკვეული,რაშია საქმე სინამდვილეში.

ფილიპ ბრეინარდი გონებაგაფანტული პროფესორია. ის და მისი ასისტენტი ვიბუ ცდილობენ ისეთი ნივთიერება გამოიგონონ, რომელიც ენერგიის ახალი წყარო იქნება და შეძლებენ იმ კოლეჯის გადარჩენას სადაც პროფესორის შეყვარებული სარა პრეზიდენტია. ბრეინარდს საკუთარი ქორწილი ორჯერ დაავიწყდა და მესამე მცდელობაზე ის ფლაბერს გამოიგონებს, ვისი მეშვეობითაც საგნების ჰაერში გადაადგილება ხდება შესაძლებელი.