აირის სიმპკინსი, ლონდონის Daily Telegraph-ის პოპულარული საქორწილო რუბრიკის ავტორი, ცხოვრობს მომხიბვლელ კოტეჯში ინგლისის ქალაქგარეთ. ის შეყვარებულია მამაკაცზე, რომელსაც სხვა უყვარს. სამხრეთ კალიფორნიაში შორს ცხოვრობს ამანდა ვუდსი, წარმატებული სარეკლამო სააგენტოს მფლობელი, რომელიც ქმნის რეკლამებს ფილმებისთვის. ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საყვარელი ადამიანი ღალატობს მას. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება ორი ქალი, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, რომლებიც ერთმანეთისგან 10 000 კილომეტრის მანძილზე ცხოვრობენ და ისინი ერთმანეთს პოულობენ.

სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.

დიუს ბიგალოუ აკვარიუმის მწმენდავი იყო, სანამ ჟიგოლო მამაკაცის სახლის დარაჯის დროებით სამსახურს იშოვნიდა. როდესაც დიუსს შემთხვევით სახლი შემოელეწება, იგი იძულებული ხდება ზიანი აანაზღაუროს, რისთვისაც თავად ხდება ჟიგოლო.