თუ სატანა დედამიწაზე ჯოჯოხეთის ფილიალისთვის ადგილის ძებნას დაიწყებდა, მას დიდხანს არ მოუწევდა სიარული. ეს ადგილი იქნებოდა კარანდირუს ციხე - ბრაზილიაში ყველაზე რთულად სამართავი ორგანიზაცია ...

1984 წელი, ისრაელის სახელმწიფო წყვეტს ეთიოპიიიდან ათასობით რეპატრიანტის ჩამოყვანას. ქალი, რომელიც თავად ავადაა, 9 წლის შვილს უშვებს ისრაელში რათა ის გადარჩეს. წმინდა მიწაზე ბიჭს იშვილებს ოჯახი, რომელიც ტუნისიდანაა.

ესპანელთა მიერ ინკების სახელმწიფოს დაპყრობისა და გაძარცვის შემდეგ გაჩნდა ლეგენდა ამაზონკის ჭაობებში ჩაკარგულ ზღაპრულად მდიდარ ქვეყანა ელდორადოზე. 1561 წელს მის საძებნელად გაემგზავრა ესპანელ თაღლითთა ექსპედიცია პისაროს ხელმძღვანელობით. გაუვალ ჯუნგლებში გააგზავნეს 40–კაციანი რაზმი დონ პედრო ურსოს მეთაურობით, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდა ეპოვათ ელდორადო. რამდენიმე დღეში რაზმმა მებრძოლების დაკარგვა დაიწყო. ისინი იღუპებოდნენ ინდიელების ისრებისგან და იძირებოდნენ მდინარეში. ურსომ დაბრუნება გადაწყვიტა. მისმა თანაშემწემ, აგირემ აჯანყება მოაწყო, მეთაურობა საკუთარ ხელში აიღო და ექსპედიცია გააგრძელა, მაგრამ მათ უკან დაბრუნება არ ეწერათ...