ჰოლივუდის მსხვილი სტუდიის პროდიუსერს ბევრი მტერი ჰყავს, ის იძულებულია მრავალ პროექტსა თუ სცენარზე თქვას უარი, სწორედ ამის გამო ემტერებიან მას.

კარლ ალენის ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა იგი მოხვდება პიროვნული განვითარების პროგრამაში, რომლის ლოზუნგია: უბრალოდ თქვი - დიახ. სიტყვა - "დიახ" კარლის ცხოვრებას შეცვლის, მისი სამსახურეობრივი და სასიყვარულო ცხოვრება წინ მიიწევს. მაგრამ ცოტა ხანში კარლი ხვდება,რომ ყველაფერზე დათანხმება შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი სულაც არ იყოს.

ნარკოტიკის მკურნალობის კურსის შემდეგ ცნობილი მსახიობი იძულებულია იცხოვროს თავის ალკოჰოლიკ დედასთან, რომელიც აგრძელებს დამოკიდებულებას თავის ქალიშვილებთან, როგორც ადრე, როცა ისინი პატარები იყვნენ. სიტუაციას ამძიმებს მისი პირადი ცხოვრება.

ბობი ბოუფინგერი - მაგარი ბიჭია. არაფერია თუ ის ცუდი რეჟისორია, თანაც ყველეზე დიდი აფერისტი მთელ ჰოლივუდში. ბობმა ნამდვილი თრილერის გადაღება გადაწყვიტა. ეს უბრელო ფილმი არ იქნება. ის მას დიდ პოპულარობას და ბევრ ფულს მოუტანს. მაგრამ, ერთი პრობლემაა. მთავარი გმირი კიტ რემზი, არც აპირებს ფილმში გადაღებას.

ლოს-ანჯელესის პოლიციის ვეტერანი ჯო გეველანი და მისი ახალგაზრდა თანაშემწე კეისი ქოლდენი განთქმული რეპ-ჯუფის მკვლელობას იძიებენ. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის უკან სერთეინი დგას, ცნობილი მენეჯერი, პრომოუთერი და გავლენიანი ლეიბლის მფლობელი. ის უკვე დიდი ხანია ეჭვის ქვეშ დგას სხვა რეპერების სიკვდილში, რომლებსაც მასთან კონტრაქტის დარღვევა მოუნდათ.