შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს.

ერთადერთი, ვინც ბარონ მიუნჰაუზენზე სრული სიმართლე იცის, თვითონ ბარონია. ლეგენდარული გმირი თავისი დაუჯერებელი თავგადასავლების ისტორიას გვიყვება. ნუთუ ის მართლა გაფრინდა ზარბაზნიდან გასროლილი ბირთვით, შეებრძოლა სამთავიან გრიფონს, იმოგზაურა მთვარეზე, დაინახა ზღვის ნიჟარიდან ამომავალი შიშველი ვენერა და, ბოლოს და ბოლოს, თვით სიკვდილს შეხვდა პირისპირ? ამის დაჯერება შეუძლებელია... მაგრამ ნუთუ სახელგანთქმულ მიუნჰაუზენს მოტყუება შეუძლია?