უმბერტო დომენიკო ფერარი, პენსიაზე გასვლის შემდეგ აღმოჩნდა ახალი რეალობის წინაშე - ნელნელა სიკვდილთან დაახლოვება შიმშილისა და უსახლკარობის გამო. ამ ქვეყანაზე, მხოლოდ ფეხმძიმე გოგოს და მის პატარა ძაღლს აღელვებს უმბერტოს გაუსაძლისი ყოფა.

რეჟისორი პედრო ალმოდოვარი მარტოობის,საიდუმლოებების, ღალატის და მამაკაცებსა და ქალებს შორის რთული ურთიერთობების შესახებ გვიამბობს.

პირველ ნაწილში მსოფლიო ტიტულისთვის დაუვიწყარ დუელში ქულების წაგების შემდეგ როკი ბალბოა ცდილობს სპორტს თავი დაანებოს და ახალი მშვიდი ცხოვრება დაიწყოს. თუმცა წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან კრივი მისი მოწოდებაა. საბოლოოდ, მიუხედავად მისი ახალგაზრდა მეუღლის პროტესტისა, როკი იღებს თავისი ძველი მეტოქე აპოლო კრიდ-ის გამოწვევას განმეორებით მატჩში. აპოლო შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და სურს შური იძიოს პირველ ბრძოლაში მასზე მიყენებული ცემის გამო. ასე რომ, როკის ყველა შანსი აქვს დაკარგოს არა მხოლოდ ცოლი, არამედ ჯანმრთელობაც.

პროდიუსერი ჯეიმს ბალარდი და მისი მეუღლე კეტრინი ეროტიკული ავანტიურისტები არიან. ორივეს სხვა გატაცება აქვს - მანქანებით. ერთ დღეს ჯეიმსი საშინელ ავარიაში მოჰყვება. კლინიკაში ის ხვდება ამ შემთხვევის მსხვერპლს, ჰელენს და მის მეგობარს ვონს. ასე იწყება ჯეიმსისა და კეტრინის ახალი შეგრძნებების კვლევა: სექსუალური აღგზნება ავარიული მანქანებისა და ტრავმირებული სხეულებისგან.