ათწლიანი განშორების შემდეგ ბრუნო, მომო, ლეონი და ალენი იკრიბებიან სამშობიარო სახლის მოსაცდელ ოთახში. მოსალოდნელი ბავშვის მამა, მათი საუკეთესო მეგობარი, დაბადებამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა დოზის გადაჭარბების გამო. მეგობრები იხსენებენ თინეიჯერობის დღეებს, სიხარულს, ოცნებებს, სულელურ ხუმრობებს. ხუთი მთავარი გმირის წარსულში ხდება სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდის ფრანგი ახალგაზრდობის აღწერა.

მოქმედება ხდება 1859 წლის კორეაში, დინასტია ჩოსონის მმართველობის დროს. უბრალო მოკვდავთა ცხოვრება ძალიან მძიმეა: მოსავალი არ არის, შიმშილობა, ავადმყოფობა, სიღარიბე ართმევს მოსახლეობას სიცოცხლის ხალისს. მდიდრებს და მმართველ ძალას კი საერთოდ არ აინტერესებთ თუ რა ხდება დაბალ ეშელონებში; მხოლოდ კუნდო დაინტერესდება ხალხის ბედით და დაიწყებს ბრძოლას მათ დასაცავად.