ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.
ლებოვსკი არის ზარმაცი ადამიანი რომელიც მთელს თავის დროს ატარებს სმაში და ბოულინგის თამაშში, მოულოდნელად მისი წყნარი ცხოვრება ირღვევა. განგსტერებს ეშლებათ ის მის მოგვარე მილიონერში და ფულს სთხოვენ.
ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.
ფილმის მთავარი გმირი პროფესიონალი ქურდია, რომელიც მორიგი ქურდობისას შემთხვევით მკვლელობას შეესწრება. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აშშ-ს პრეზიდენტია.