როდესაც სერიულ მკვლელს, ოკულტისტ "ჯადოქარს", ლორდ ბლექვუდს ბოლოსდაბოლოს დაიჭერენ, ლეგენდარულ გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსსა და მის ასისტენტს, დოქტორ ვატსონს შანსი ეძლევათ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულონ. მაგრამ, როდესაც ბლექვუდი სასწაულებრივად აღსდგება საფლავიდან და განაგრძობს მკვლელობებით გართობას, ჰოლმსი კვლავ მასზე ნადირობას იწყებს. პარტნიორის საცოლესთან და სკოტლანდ იარდის სულელ უფროსთან დაპირისპირებულმა უშიშარმა დეტექტივმა უნდა გახსნას საქმე, რომელსაც მკვლელობათა აბურდულ ქსელთან, ღალატთან და შავ მაგიასთან მივყავართ. ამასთანავე, მან ირენ ადლერის მომაკვდინებლად მაცდუნებელ შემოტევებს უნდა გაუძლოს.
მსხვილი იაპონური კორპორაციის დირექტორთა საბჭოს სხლდომის დარბაზში იპოვეს დახრჩობილი მეძავი. ამ მკვლელობის გამოძება დაავალეს დეტექტივს, რომელიც ერკვევა იაპონურ კულტურაში და ლოს–ანჟესელელ ოფიცერს. ცოტა ხანში გაირკვევა, რომ გარდაცვლილი გოგონა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ამ თავსატეხის გამოსაძიებლად, ისინი უახლოვეს ტექნოლოგიების და ძველებური ტრადიციების სამყაროში ჩაიძირებიან.