კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს.

ნიუ-იუორკის ტაქსის მძღოლი ჯერი ფლეჩერი ფარულად ასევე შეთქმულებების თეორიების გამოძიებაზეც მუშაობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირები მის გაჩუმებას გადაწყვეტენ. მოსამართლე ალის სატონს მისი დახმარება შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, მოსამართლემ ჯერ საიდუმლოებით მოცული მკვლელობა უნდა გახსნას, რომელიც შესაძლოა ფლეჩერის თეორიასთან კავშირშია.

ლამაზმანი ლორა ბერნი, ქმრის მარტინის ეჭვიანობისგან და აგრესიულობისგან სიგიჟის ზღვრამდეა მისული. მან არ იცის როგორ გაექცეს ქორწინებას, რომელიც მისთვის წამებად იქცა. ის სარისკო ინტრიგას გეგმაქვს... გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი სიკვდილი გაითამაშოს...