მეორე მსოფლიო ომის დროს უდანაშაულო ბრუნოს თვალით დანახული ისტორია, რვა წლის ბიჭი საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის შვილია, მას ებრაელ ბავშვთან მეგობრობას უკრძალავენ, რომელიც ბანაკის ჭობის მეორე მხარეს არის და მოვლენების განვითარებას ელოდება.

სტაირონის რომანის „სოფის არჩევანის“ ეკრანიზაცია, ფილმი მოგვითხრობს პოლონელ ქალზე. მან ნაცისტურ ბანაკში დაკარგა ქმარი და შვილები. ის ცდილობს იპოვოს ძალები, რომ გააგრძელოს ცხოვრება ომის შემდგომი პერიოდის მშვიდ ამერიკაში.

ფილმი 1939 წლის 17 სექტემბერს იწყება და მთავრდება 1945 წლის შემოდგომაზე. ფილმში მოთხრობილია თუ როგორ სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა არმია ასობით პოლონელ ოფიცერს კატინის ტყეში.

ნიკი ცოლს ლამაზ გამყიდველ ქალთან ღალატობს. მეუღლე კიტი, ძლიერ განიცდის ღალატს და არჩევანის გაკეთებას ითხოვს მისგან.