დენის ბავშვობიდან მონასავით ექცევიან და წვრთნიან როგორც ძაღლს, მხოლოდ ერთი მიზეზით - რომ მისგან სიკვდილის მანქანა შექმნან, გლადიატორული ბრძოლებისთვის. საბოლოოდ 21 წლის ასაკში, დენი ყველაფერში ბავშვია, გარდა ჩხუბებისა. ერთი ინციდენტის შედეგად, ის განთავისუფლდება და შეხვდება კეთილ, ბრმა პიანინოების ამწყობს, რომელიც თვალებს აუხელს ამ ცხოვრებაზე.
1429 წელს მოზარდი გოგონა ფრანგული სოფლიდან მეფის წინაშე ღმერთისგან გადმოცემული შეტყობინების გადასაცემად წარსდგა, რის თანახმადაც იგი დაამარცხებდა მსოფლიოში უდიდეს ჯარს და გაათავისუფლებდა მის ქვეყანას პოლიტიკური და რელიგიური ანარქიისგან. ჟანა ამ მისიას თვალნათლივ ასრულებს და დაუჯერებელი წარმატებით იგებს ყველა ბრძოლას, იქამდე სანამ საბოლოოდ წამებით სიკვდილის განაჩენს გამოუტანენ.
ფბრ-ის აგენტი გრეის ჰარტი თავისი გმირობების შემდეგ, რომლებმაც ის ტელევიზიის და პრესის ვარსკვლავად აქციეს, უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობს ოპერატიულ სამსახურს. გრეისი წიგნის დაწერით და სხვადასხვა ტელეშოუებში მონაწილეობითაა დაკავებული. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მის მეგობრებს – კონკურსის გამარჯვებულს შერილს და იმპრესარიოს სტენს გაიტაცებენ ლას–ვეგასში.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება 1870 წელს. წმინდა მთების წიაღში ინდოელების თქმულებით არსებობს საიდუმლო ოქროს მაღარო.მაიკ ბლუბერი გაემგზავრა მის მოსაძებნად, ის სცდილობს დაასწროს ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას.