განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ.

1942 წელი. ბრძოლა სტალინგრადთან. გერმანელები, მაიორ კენინგს განსაკუთრებულ დავალებაზე აგზავნიან. ეს გამოცდილი პროფესიონალი, ერთადერთია, ვისაც შეუძლია რუსი ლეგენდარული სნაიპერის - ვასილი ზაიცევის დამარცხება.

ჰიპი მოტოციკლისტები ამერიკაში მოგზაურობენ, ეწევიან მარიხუანას, სვავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ. 60-იანი წლების საკულტო ფილმი. ლასლო კოვაჩის საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი და შესანიშნავი საუნდტრეკი როკ-ლეგენდების შესრულებით.