ბედის ნებით, ორი აბსოლუტური საპირისპირო, წყნარი რუდი და ზარმაცი მარტინი, აღმოჩნდებიან იმავე საავადმყოფოს პალატაში. იმედგაცრუებული პროგნოზების გაცნობის შემდეგ, მეგობრები გადაწყვეტენ ბოლო დღეები მაქსიმალურად გამოიყენონ - მოიპარონ მანქანა ფულით, დალიონ ტეკილა და, რა თქმა უნდა, ნახონ ზღვა.

საიუველიროს გაძარცვა ადვილი საქმე არაა. ნადავალის გაყოფა კი კიდევ უფრო ძნელია ! როცა არამზადების ხელში ვარდება სამკაულები მეგობრებს შორის დამოკიდებულება იცვლება.

მაკქუინი მეტსახელად "ელვა" წარმატებული და პოპულარული მანქანა, შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ცხოვრება შეჯიბრი კი არ არის, არამედ მოგზაურობაა. კალიფორნიაში პისტონის ჩემპიონატზე ძლიერ მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად მიმავალი,ის ახალ ნაცნობებს იძენს.

თურქეთში, სტამბულში, ყოფილი სულთნის სუპერ დაცულ სასახლეში, რომელსაც ახლა ტოპკაპის მუზეუმს უწოდებენ, არის ძვირფასი უძველესი ხანჯალი სამკაულები, რომლის ღირებულება ყოველგვარ წარმოდგენას და წარმოუდგენელ ზღვარს აჭარბებს. გასაგებია, რომ არსებობენ გიჟები ავანტიურისტები, რომლებიც გადაწყვეტენ საგანძურის ხელში ჩაგდებას. ისინი შეიმუშავებენ ძარცვის ეშმაკურ გეგმას და თანდათან იწყებენ მის განხორციელებას.