ჩაკ ბერისი - პოპულარული ტელეწამყვანია. მაგრამ არავინ არ იცის, რომ ის დიდი ხანია ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გადაიბირა და ის მაღალანაზღაურებადი მკვლელი გახდა. ტელეშოუ კი მისი მშვენიერი საფარია ორმაგი თამაშისთვის.

პროფესიონალი მკვლელი ჯონ ლი იღებს ახალ დავალებას - პოლიციელის მოკვლა. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მან ჩახმახი ვერ აწია: ბავშვს იარაღი ეჭირა. და მაფია არ პატიობს შეცდომებს. ის აგზავნის თავის ხალხს მის ნაცვლად და ჯონი ხდება სამიზნე. ახლა ის და თაღლითი მეგი, რომელიც შემთხვევით ხდება ყველა მოვლენის მონაწილე, ხვდებიან კრიმინალების და პოლიციის სროლის ქვეშ. გაქცევის ერთადერთი გზა ორივესგან დამალვაა, მაგრამ ადრე თუ გვიან მათ ერთმანეთის პირისპირ შეხვედრები მოუწევთ.

ერთადერთი რაც ტესს სურს მშვიდი ცხოვრება ბოიფრენდთან, დეტექტივ დიკ ტრეისისთან ერთად. მაგრამ ქალაქს თავზეხელაღებულების ბანდა მართავს, რომლებსაც ვერავინ ვერ აჩერებს. ერთადერთი ვისაც ეს შეუძლია, – მამაცი გამომძიებელი დიკ ტრეისი. და ის უკან არ დაიხევს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მის გზაზე მაფიის ბოსი აღოჩნდება.