ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარია ტერორისტული შემოტევის ფონი. ფილმი ჰყვება ასაკში შესული ფრანგი კაცის ამბავს, რომელსაც უყვარდება ახალგაზრდა ქალი, რომელიც რამდენჯერმე ჩაშლის კაცის რომანტიკულ და სექსუალურ სურვილებს.

სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.

მამაცი ფილეას ფოგი და მისი მსახური პასპარტუ მიემგაზვრებიან მოგზაურობაში მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ისინი მოინახულებენ მსოფლიოს ყველაზე საოცარ ქალაქს, გადალახავენ ოკეანეებს, მთებს და უდაბნოებს. მთელი გზის მანძილზე მათ უკან დასდევს ინგლისელი დეტექტივი ფიქსი. ფილმი ჟიულ ვერნის ცნობილი ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.

”ბუმში” მომხდარი მოვლენების მერე ორი წელი გავიდა. ვიკი გაუფორმებენლი მოზარდისგან მომხიბვლავ გოგონად გადაიქცა. ის უკვეთხუთმეტი წლისაა. და, როგორც ხშირად ხდება ამ ასაკში, ის დარწმუნებულია, რომ ცხოვრება უკვე გავლილია აქვს. მაგრამ უცებ - მატარებელში ვშემთხვევითი შემთხვევის მერე ცისფერთვალება ქერა ბიჭთან და ახლად შეყვარებულ, ახლად ცხოვრების გემოს მიმხვდარ გოგონას მოუწევს უამრავი მღელვარების გადატანა. ვიკის ტემპერამენტული მშობლები ისევ ვერ ისვენებენ, თვითონაც და ირგვლივ მყოფებსაც აფორიაქებენ და, რა თქმა უნდა, ყბელაზე მოხდენილად გამოიყურება ვიკის დიდი ბებია პუპეტა.