ოჯახი ყიდულობს სახლს შორეულ და ძალიან მშვიდ სოფელში. მათ ყავთ ათი წლის ქალიშვილი ჩიხირა, რომელიც, როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი ძალიან ცნობისმოყვარეა. ერთერთ მზიან დღეს ის პოულობს, რაღაცას გვირაბის მაგვარს, რომლლის მეორე მხარეს სხვა სამყაროა, რომელიც განსხვავდება ამ სამყაროსგან თავისი უცნაურობებით, საიდუმლოებით და იდუმალებით. უცნობი ძალა პატარა გოგონას შეიტყუებს გვირაბში და ის აღმოჩნდება სხვა, იმ სამყაროში, რომელსაც შორიდან ხედავდა. თავიდან მას ეშინოდა, მაგრამ მერე მიეჩვია და ნახა ძალები აჯობოს თავის თავში შიშის გრძნობას და სამუშაოზე მოწყობაც მოახერხა.

ახალგაზრდა პრინცი აშიტაკა, ურჩხულის მოკვლით, სასიკვდილოდ დაიწყევლა. მკითხავმა უმკითხავა, რომ მხოლოდ თავად მას შეუძლია საკუთარი ბედის შეცვლა. მამაცი მეომარი გაემგზავრა სახიფათო მოგზაურობაში. ის აღმოჩნდება იდუმალ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ბოროტი ქალბატონის სათავეში ტყის ბინადართ ეომებიან: სულებს, ეშმაკებს და გიგანტურ არსებებს, რომელთა მსგავსნი აშიტაკას არასოდეს უნახავს.

ქარების ველს - ერთ-ერთ სამეფოს, რომელიც საშინელ ბიოლოგიურ კატასტროფას გადაურჩა, საფრთხე ემუქრება. ბოროტების შეჩერება და მსოფლიოს გადარჩენა მხოლოდ უშიშარ და კეთილ პრინცესა ნავსიკაიას შეუძლია.

დიდი დეპრესიის პირველ წლებში სიტუაცია ხმელთაშუა ზღვაზე ძალზედ გართულდა. მეკობრეთა დაუმთავრებელი თავდასხმების გამო ყველა იძულებული გახდა მცველი ყოლოდა. ამ საქმეში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა პორკო როსო.