ორი მკვლელი რეი და კენი ბელგიაში, ბრიუგეში ჩადიან და შემდგომ მითითბებს იქ ელოდებიან. აქ მათ საკმარისი დრო აქვთ იმისათვის, რომ მათი წინა დავალება გაიხსენონ. როდესაც კენი შემდეგ დავალებას მიიღებს, ეს სულაც არ აღმოჩნდება ის, რასაც იგი ელოდა.
რობინ ვილიამსის გმირი ალიასკაზე მცხოვრები წარუმატებელი ტურისტული აგენტია, რომლის ცოლი ფსიქოსომატური დაავადებითაა შეპყრობილი. ის დარწმუნებულია, რომ თბილი კლიმატი მისი ცოლისთვის სასარგებლო იქნება. გზის ფულის საშოვნელად კი, ის მეტად უცნაურ და მოულოდნელ ხერხს მიმართავს.
კაბელის ხელოსანი ჩიპ დუგლასი - ცოტა უცნაური ბიჭია. ის სტივენ კოვაჩს გაიცნობს და უნდა, რომ მისი მეგობარი გახდეს. სტივენი თანდათან ხვდება, რომ ჩიპთან მეგობრობა სახიფათოა, მაგრამ ასეთი "მეგობრის" მოშორება არც ისე ადვილია.
მას შემდეგ, რაც კლოუნ შეიქსს, თავის საქმეში საბოლოოდ გაუცრუვდება იმედი, იგი სმას დაიწყებს. მისი უფროსი ემუქრება მას, რომ თუ თავს ხელში არ აიყვანს სამსახურიდან გაუშვებს. ძალიან მალე მისი უფროსი საუდუმლო ვითარებაში გარდაიცვლება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველა სამხილი შეიქსზე მიუთითებს.