წარმატებული ექიმი როზენტალი ცხოვრებით კმაყოფილი უნდა იყოს. მას აქვს დიდი და ლამაზი სახლი, ჰყავს მოსიყვარულე ცოლი, ბავშვები და უამრავი მეგობარი. მაგრამ ასეთ გაწონასწორებულ არსებობაში მას ხელს უშლის ყოფილი საყვარელი დოლორესი, რომელთანაც მან რამოდენიმე შესანიშნავი თვე გაატარა. ქალმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ის ცოლის მიტოვებას აპირებს და მასზე დაქორწინებას. და როდესაც მიხვდა, რომ ეს ასე არ მოხდება, ის იქცევა ისე როგორც მრავალი სხვა ქალი მოიქცეოდა – წერილები და ზარები, რომლებიც ხელს უშლიან ოჯახურ ბედნიერებას და სულიერ წონასწორობას. როზენტალი მიხვდება, რომ საჭიროა ეფექტიური ზომების მიღება და დახმარებისთვის მიმართავს თავის ძმას – მაფიოზს, რომელმაც იცის, როგორ გადაჭრას პრობლემა.
კომედიების რეჟისორს უნდა სერიოზული ფილმების გადაღება. თუმცა მაყურებელი მიჩვეულია მისგან კომედიას და სხვა ჟანრის ფილმის ნახვა არ სურს.
მეფე ჰენრი VIII და დები ბოლეინების, ანა და მარის ურთიერთობების ისტორია. ორი მშვენიერი და, ორი ბედი და ერთი სიყვარული.
პათოლოგიური სიყვარულისა და ვნების ისტორია, რომელიც არ იცნობს ბარიერებსა და მორალს.
მაიკლ ჩიორსი დეტექტივია, რომელიც დაკარგული ადამიანების ძებნითაა დაკავებული. იგი ახალგაზრდა გოგონას საქმითაა დაკავებული, რომელსაც გრეისს ეძახის. გოგონას ამნეზია აქვს და არაფერი ახსოვს. მას კოშმარები აწუხებს 1940-იანი წლების პიანისტს მისი ქმარი მაკრატლით კლავს. მაიკლი სიმართლის გასარკვევად ჰიპნოზს დაიხმარს.