ფედერალური აგენტი, რომელიც მაფიოზურ დაჯგუფებაშია შეგზავნილი თანდათან ხვდება, რომ მას ასეთი ცხოვრება ბევრად უფრო იტაცებს.

ალმადოვარის რიგით მეოთხე ფილმი, რომელიც თავად რეჟისორმა მიუძღვნა იტალიურ ნეორეალიზმს.

კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს.

"საჰაერო ციხე" - აშშ-ს პოლიციის სატრანსპორტო განყოფილება, რომელიც გადაჰყავს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები. ერთ-ერთი ასეთი რეისიდან სახლში ბრუნდება კამერონ პო, რომელიც ციხიდან 8 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ამდენი ხანი ელოდა ამას და სახლისკენ მიმავალ გზაზე არაფერი უნდა შეაჩეროს. მოულოდნელად, კამერონი შეესწრო თვითმფრინავის გატაცებას, რომელიც ორგანიზებული იყო ყველაზე საშიში რეციდივისტის საირუს "ვირუსის" გრისომის მიერ. ის გადაწყვეტს საქმეები საკუთარ ხელში აიღოს და პოლიციას დაეხმაროს, რადგან მისთვის ეს სახლში მისვლის ერთადერთი შანსია.

ნიუ-იუორკის ტაქსის მძღოლი ჯერი ფლეჩერი ფარულად ასევე შეთქმულებების თეორიების გამოძიებაზეც მუშაობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირები მის გაჩუმებას გადაწყვეტენ. მოსამართლე ალის სატონს მისი დახმარება შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, მოსამართლემ ჯერ საიდუმლოებით მოცული მკვლელობა უნდა გახსნას, რომელიც შესაძლოა ფლეჩერის თეორიასთან კავშირშია.

ქარიზმატული კრიმინალი დობერმანი სასტიკი ბანდის მეთაურია. ბანკის ძარცვის შემდეგ, ბანდას პარიზის პოლიცია ეძებს. ძიებას სადისტი პოლიციელი კრისტინი უძღვება, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს: დაიჭიროს დობერმანი ნებისმიერ ფასად.

ფედერალური ბიუროს თანამშრომელი - ფრენკ კასლი, სამსახურიდან წასვლაზე ოცნებობს. მას ნორმალური ოჯახური ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს. მაგრამ წასვლის წინ ის ბიზნესმენ ჰოვარდ სეინტის ინტერესებს შეეხება, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით იძიებს.

ისინი ყველაზე მაგარი პოლიციელები არიან ქალაქში. ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჰგონიათ. დეივ სტარსკს ყველაზე მაგარი მანქანა ჰყავს , კენ ჰატჩი კი - ყველაზე კარგი სპეციალისტია გოგონების საკითხში. მიუხედავად ყველაფრისა , მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ და ისინი იძულებულნი არიან რამე ხმაურიანი საქმე გახსნან . მეგობრებს ამისათვის კარგი შანსი ეძლევათ.