ახალგაზრდა ფინი სტუდენტია ბერკლიდან, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე ბებიასთან ჩამოდის იმისთვის, რომ ქალაქის ხმაურს და ქაოსს მოსცილდეს და სადიპლომო ნაშრომი დაწეროს. მყუდრო მისაღებ ოთახში ყოველ დღე იკრიბებიან ბებიას უახლოესი მეგობრები და ჩაის სმასთან ერთად, ყვებიან ისტორიებს და აუჩქარებლად კერავენ ნაჭრის საბანს. ფინი ხანში შესული ქალბატონებისგან უამრავ ისტორიას მოისმენს ბედნიერებაზე და უბედურებაზე, ერთგულებაზე და ღალატზე, სიძულვილზე და ნამდვილ სიყვარულზე, წყენაზე და პატიებაზე, რითაც ბევრს ისწავლის ცხოვრების შესახებ. და ახლა ფინის სადიპლომოზე მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - მან სურვილებში გარკვევა, საკუთარი თავის შეცნობა და ცხოვრებაში ადგილის პოვნა უნდა შეძლოს.

სარეკლამო სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ ბილ რაგო სამხედრო ბანაკში იწყებს მუშაობას და ცდილობს განავითაროს ჯარისკაცების ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

ნიუ-იორკელ სკოლის მასწავლებელს შუა ხნის კრიზისი აქვს. ამასთან ერთად მისი ცხოვრება სულ აირ-დაირია. ქმარმა მიატოვა, დედინაცვალი დაეღუპა, მოულოდნელად ნამდვილი დედა გამოჩნდა, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.