მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.
ამერიკელი ჯარისკაცების საწვრთნელი ბაზა, 1968 წელი, ვიეტნამის ომის პერიოდი. სტენლი კუბრიკის ფილმი წარმოადგენს გუსტავ ჰასფორდის წიგნის ეკრანიზაციას, ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე.
მრავალი წლის განმავლობაში ცოლ-ქმარი მარი და ჟანი შვებულებას ატარებენ საფრანგეთში, ზღვისპირა ლანდაში. ერთ დღეს ჟანი უეცრად ქრება. რა არის ეს: უცხო და სულელური სიკვდილი თუ დაგეგმილი გიჟური საქციელი? ან იქნებ ეს საშინელი ბედისწერაა?