მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.
50-იანი წლებში ახალგაზრდა წყვილს, რომელიც კონექტიკუტის გარეუბანში ცხოვრობს, პირადი პრობლემები აწუხებს და ამავე დროს ისინი ორ შვილს ზრდიან.
კრიზისის შემდეგ, დაქორწინებული წყვილის, დავითის და დიანას ფინანსური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. სასწორზე არის სახლი, რომელიც ახლახან იყიდეს კრედიტით. უკეთეს ვარიანტს ვერ პოულობენ, ისინი მიდიან ლას-ვეგასში, რათა სცადონ ფულის მოგება. იქ, სათამაშო მაგიდასთან, ისინი ხვდებიან მილიარდერ ჯონ გეიჯს, რომელსაც იმდენად მოსწონს დიანა, რომ დევიდის თანხმობით, მილიონ დოლარად სთავაზობს მას ღამის გათევას.
ჟოზეს დედას არ უნდა, რომ მისი შვილი სილვიაზე დაქორწინდეს. მართალია მან ჯერ არ იცის, რომ სილვია მისი შვილისგან ფეხმძიმედაა.
ასაკოვანი მწერლის ინტელექტუალური შერკინება ცოლის მსახიობ საყვარელთან, თავისი შესაძლო სასიკვდილო შედეგებით.