როცა მერი გრიფიტი - ღვთისმოსავი ქრისტიანი იგებს, რომ მისი შვილი ბობი - გეია, ფიქრობს რომ ამ ცოდვას ღმერთი მხოლოდ ლოცვით შეუნდობს და მოუწოდებს ეკლესიაში ეძიოს ნუგეში. ბობი კი დედის ამ რეაქციისა და უიღბლო სიყვარულის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. დედა კი შვილის სიკვდილის შემდეგ სექსუალური უმცირესობების ინტერესების დამცველი ხდება.
კაწიას იდეალური ცხოვრება ერთ წამში ნანგრევებად იქცა, მისი ქმარი და ვაჟი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპნენ. მას სურს გაიგოს მიზეზი, რატომ მოხდა ეს უაზრო მკვლელობა. დიდხნიანი გლოვის შემდეგ, სრულიად ძალაგამოცლილი რადიკალურ ზომებს მიმართავს.