დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია ,არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება.
ფილმის მთავარი გმირი მისიე დიუშმენია – რესტორნების ყოველწლიური გიდი-სახელმძღვანელოს რესპექტაბელური ავტორი. მისი წიგნი პარიზსა და მის შემოგარენში მაღალი რეიტინგით სარგებლობს და ყველა მის ფურცლებზე მოხვედრას ცდილობს.
აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ის უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან.